არჩევნები 2021

სააკაშვილი: ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღეთ და ჩადით საქართველოში, მეც იმავეს ვაპირებ

ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა, კბენები უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. მაგრამ, უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მე ძალიან მომწონს, მაგალითად, გირჩის ზურაბ ჯაფარიძის ხალხი. დიდი სიურპრიზია ჩემთვის, რომ ლეიბორისტებს ჰყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, ელენე ხოშტარიას ჰყავს კარგი ხალხი და უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც არის ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, ჩნდება ახალი ხალხი და ეს არის ძალიან მისასალმებელი, რადგან ახალი ხალხი სჭირდება ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველას უკლებლივ. 

[...] მე მინდა, მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. ვისაც არ შეუძლია, იმიტომ, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ თქვენს ახლობლებს და უთხარით, რომ მივიდნენ ყველანი არჩევნებზე. არავინ არ ჩამოუშვას ხელები, ეს არის გადამწყვეტი დრო. 

ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ საქართველოში ამჯერად 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოვა. თუმცა, ქვეყანაში დაბრუნების პირობა ექსპრეზიდენტს დღემდე მრავალჯერ აქვს დადებული.

კომენტარები