კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 698 შემთხვევა, ჩატარდა 25 692 ტესტი

Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 692 ტესტი და დადასტურდა 1 698 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 910 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.61%, ბოლო 14 დღის - 6.85%, ბოლო 7 დღის - 6.46%.

ინფიცირების 1 692 ახალი შემთხვევიდან თბილისში 518 გამოვლინდა, აჭარაში - 120, იმერეთში – 325, ქვემო ქართლში – 92, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 190, კახეთში –  250, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 635, საიდანაც 4 890 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 964 - Covid სასტუმროში, ხოლო 16 861 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 306.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 603 763 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 749 და გამოჯანმრთელდა 572 353 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები