Wizz Air

აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი, ვენა – Wizz Air-ის განახლებული მიმართულებები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისს ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ფრენები 16 დეკემბრიდან დაიწყება და კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის – ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც განახლდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ესპანეთის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ შესრულდება. ვენის მიმართულებითაც რეისები ნოემბრიდან კვირაში ორჯერ, ხოლო ბერლინის მიმართულებით კვირაში ერთხელ განახლდება.

კომენტარები