ნამახვანჰესი

გოლეთიანი: დავრჩებით ხეობაში სანამ ტექნიკას არ გაიყვანენ, სიტყვაზე ნდობა სწორი არ იქნება

საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, იმიტომ რომ ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც ენკას უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინსიტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ეს ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ენკას შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი.

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ეხმაურება ENKA-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

კომენტარები