საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია.
მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი და 2 610.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 20.7%-ით გაიზარდა და 6 072.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამავე პერიოდში 3 461.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.
იანვარ-აგვისტოში საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელია:
- მსუბუქი ავტომობილები - 547.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 2%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 492 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 51%;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 445.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 37.6%;
- სამკურნალო საშუალებები - 230.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 12%;
- ბუნებრივი აირი - 192.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით - 2.8%;
- სატელეფონო აპარატები - 137.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 35.3%;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 90.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 114.8%;
- სატვირთო ავტომობილები - 78.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 79%;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 72.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 203%;
- ხორბალი - 58.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით - 14.9%;
- სხვა დანარჩენი საქონელი - 3.7 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 17.9%.