არჩევნები 2021

გახარია ღარიბაშვილზე: სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით ოცნება განაცდა

ღარიბაშვილს არავინ ეკითხება. ჯერ ერთი ეს. მეორე, ღარიბაშვილს რამის თავი თუ ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მას შეეძლო აქამდე დაესვა კითხვები და იმის ნაცვლად, ეთერში და რაღაცები იჭორაოს. წაიკითხოს გამოძიებები, რომლებიც მიმდინარეობდა, როგორც პარლამენტის ასევე პროკურატურის ფარგლებში და საერთაშორისო შეფასებები ამის ყველაფრის და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამარცხვინოა, სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით, ოცნება განაცდა. ჩვეულებრივად ოცნება განაცდა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც 20 ივნისზე თქვა, რომ უდანაშაულო ხალხისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა. 

კომენტარები