საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. 

მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი და  2 610.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 20.7%-ით გაიზარდა და 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს  შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 461.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.

იანვარ-აგვისტოში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 518 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 1.3%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - 293 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 13%;
  3. ფეროშენადნობები - 265 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან  შედარებით- 82%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 144.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 18.6%;
  5. სპირტიანი სასმელები - 93 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 22.6%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები - 92.5 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 32%;
  7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 63.6 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით - 0.1%;
  8. აზოტოვანი სასუქები - 56.8 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 5.8%;
  9. თხილი და სხვა კაკალი - 45.5 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 58%;
  10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 45.2 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 64%;
  11. სხვა დანარჩენი საქონელი - 992 მლნ დოლარი, ზრდა - 39%.

კომენტარები