კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 501 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.55%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 920 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 954 პაციენტი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.55%-ია, ბოლო 7 დღის 7.19%, ბოლო 14 დღის კი - 6.89%.  

ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან თბილისში 522 შემთხვევა დადასტურდა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 595 264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  559 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 541 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 27 197 აქტიური შემთხვევაა.  

1 255 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი,  მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები