არჩევნები 2021

ნონიაშვილი: ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების ცვლილება იმისთვის, რომ სკამები გამოიცვალოს მხოლოდ

ერთპიროვნულ ძალაუფლებას, რომელიც უნდა დასრულდეს, თავისი საყრდენები გააჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიშალოს. ჩვენ სინამდვილეში გვაქვს გზა ერთის მხრივ ამ მანკიერი წრისკენ, რომლის გარღვევაც ჯერჯერობით არ ხერხდება ან უნდა ავირჩიოთ კოალიციური ხელისუფლება, საბოლოო ჯამში ეს უნდა მივიღოთ შედეგად, იმისთვის, რომ ეს ერთპიროვნული ძალაუფლების წრე გაირღვეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადამიანის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ხომ არ გვინდა ხელისუფლების გამოცვლა იმისთვის, რომ სკამები გამოიცვალოს მხოლოდ და დანარჩენი უცვლელი დარჩეს, ჩვენ სინამდვილეში გვსურს, რომ კორუფცია დამარცხდეს ამ ქვეყანაში

ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი TV ფორმულას ეთერში, ევროპული საქართველოს პრეზენტაციაზე.

კომენტარები