კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 52 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 997 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.23%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 52 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 071 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 232 პაციენტი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.23%-ია, ბოლო 7 დღის 7.02%, ბოლო 14 დღის კი - 7.24%.  

1 992 ახალი შემთხვევიდან თბილისში 692 დადასტურდა, იმერეთში - 292, კახეთში - 220, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 199, ქვემო ქართლში - 137, შიდა ქართლში - 154, აჭარაში - 124, მცხეთა-მთიანეთში - 56, გურიაში - 52, სამცხე-ჯავახეთში - 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 593 763 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 558 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 498 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 27 197 აქტიური შემთხვევაა.  

 264 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 487 მკურნალობს, აჭარაში - 138, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 ადამიანია,  მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები