პრაიდის კვირეული

ღარიბაშვილი 5 ივლისზე: 30 კაცი როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ, უმრავლესობას გადაუაროს? 

ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს, 90-85% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების. არ არის საჭირო, ჩვენ კონსერვატიული, ტრადიციული საზოგადოება ვართ. 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, სხვა ღირებულებები გვაქვს.

10 საათზე იქ უკვე დაიწყო უბედურება და შეტაკება. რა შუაშია აქ ღარიბაშვილის წახალისება და ძალადობა? ეს ხომ მოგონილი ფაქტია. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მე პირიქით, მოვუწოდე დამშვიდებულიყვნენ და ვუთხარი, რომ დიდი პროვოკაცია მზადდებოდა, გავაფრთხილე ეს ადამიანები, რომ არ გამოსულიყვნენ ქუჩაში. 

მეორედ შემეკითხებით, თუ რატომ არ დავიცავით ეს ხალხი. როგორ უნდა დაიცვას 30 კაცი სახელმწიფომ, მაშინ უნდა გადაუაროს უმრავლესობას თუ რა უნდა მომხდარიყო, ვერ გავიგე. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. 

5 ივლისს პუტინისტური დაჯგუფებები და საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, იმისათვის, რომ არ ჩატარებულიყო დაგეგმილი ღირსების მარში. ორკები თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ოფიციალური მონაცემებით დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

კომენტარები