არჩევნები 2021

ევროპელებმა ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი და აჭარის გუნდი წარადგინეს

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

ევროპულმა საქართველომ ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ვახტან კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს. 

ევროპული საქართველოს აჭარის რეგიონის გუნდი შემდეგია:

  • ხულო – თენგიზ ქედელიძე, კახა დეკანაძე, ირემაძე როინ, ცეცხლაძე გენადი;
  • ხელვაჩაური – ლევან ლორთქიფანიძე, ედნარ ფუტკარაძე;
  • ქობულეთი – გიორგი ცინარიძე მაჟორიტარობის კანდიდატი;
  • თემურ ხალვაში – საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი;
  • ქედა – იზო ბარამიძე;
  • შუახევი – მირზა თურმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები