ფარული მოსმენები

ღარიბაშვილი ელჩების მოსმენაზე: ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს მოსმენის საშუალება

ქვეყანას აზიანებს ეს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი, არჩევნებისთვის. აზიანებს ეს ქაოსი და ალიაქოთი, რაც არის ატეხილი. 

ეს უნდა დადგინდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. უნდა გაერკვიოს, სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთავს, გამოძიება დაწყებული არის და გაირკვევა. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. გავრცელებული ფაილებით დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს

კომენტარები