ფარული მოსმენები

სუს-ის ჩეტში მღვდელთან ივანიშვილის ძმის საუბრის ჩანაწერიც არის

ბიძინა ივანიშვილი

მამა ბართლომეს მოსმენისას, სუს-მა ივანიშვილის ძმის საუბარიც ჩაიწერა. ამას ადასტურებს სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალები.

"თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა
სთხოვა, ამა წლის 20 თებერვალს აკურთხოს დაბა წყენთში მდებარე მისი კუთვნილი აგარაკი, რაზეც სასულიერო პირმა თანხმობა განაცხადა" - წერია სუს-ის ჩეტში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები