არჩევნები 2021

ბოკერია: სანამ გვყავს მთავრობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მომავალს, ქვეყანა არ აშენდება

სამწუხაროდ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ცალკეულ პრობლემაზე ან რეგიონზე საუბარი არ გამოდის ადეკვატური. თუ გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით დოვლათის შექმნა შეეძლოთ ქვეყანა უნდა იდგეს ფეხზე პირველ რიგში. სანამ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომლის ყველა ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ივანიშვილის რეჟიმი იყენებს იმ საბჭოთა მორალს, რომ მხოლოდ "თავისიანებს" მიხედოს, ასე ქვეყანა არ შენდება.

თუ ადამიანი თანამდებობაზე იმიტომ მოდის, რომ “თავისიანებს” მიხედოს ესეიგი მისთვის ყველა სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემაა კორუფციისა და ნეპოტიზმის გარდა. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს თუ მის ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, ამბროლაურში მერობის კანდიდატის, მაია კაციტაძის და ლენტეხი, ონი, ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე თქვა.

კომენტარები