კორონავირუსი

იმნაძე: მიუ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს

დღეს არის შტამები, რომლებიც შეშფოთების საგანია და არის შტამები, რომლებიც არიან ინტერესის საგანი. მიუ შტამი ჯერჯერობით არის ინტერესის საგანი, აი, მაგალითად, დელტა არის შეშფოთების საგანი. მიუს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. მიუ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში, ჯერჯერობით, სადღაც 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს - ასე რომ, ის ჯერ ფართოდ არ გავრცელებულა. ის ინტერესის სფეროა სწორედ იმიტომ, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც, შეიძლება, აღმოჩნდეს სახიფათო, მაგრამ, ჯერჯერობით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

მუტაციები სულ იქნება, მიუ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია დელტა, მათ შორის, დელტა +, რომელიც უკვე დაახლოებით 15-20%-ია და ამაზე ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ამისაგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე, სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები