ფარული მოსმენები

წულუკიანი მასალებზე: ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი

ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი [...] მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ.

ამბობს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე. 

კომენტარები