ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები შემოვიდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 204.9 მილიონი დოლარი შეადგინა (638 მლნ ლარი), რაც 11.2%-ით, 20 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

მთლიანი ჩარიცხული თანხის 40.5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ყველაზე მეტი - 37 მილიონი დოლარი კი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. 

ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა: 

  1. რუსეთი – $37.6 მილიონი; 
  2. იტალია – $33.6 მილიონი;
  3. აშშ – $24.6 მილიონი;
  4. საბერძნეთი – $19.3 მილიონი;
  5. ისრაელი – $16.6 მილიონი;
  6. გერმანია – $10.1 მილიონი;
  7. თურქეთი – $9.3 მილიონი;
  8. უკრაინა – $7.5 მილიონი;
  9. აზერბაიჯანი – $7.1 მილიონი;
  10. ესპანეთი – $5.4 მილიონი.

სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მილიონი დოლარი (85 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.
 

 

კომენტარები