ცენტრ პოინტის საქმე

კალაძე: ცენტრ პოინტის პრობლემა მოგვარებულია, ყველა დაზარალებული მიიღებს საკუთარ ფართს

კახა კალაძე
თბილისის მერია

"სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის პრობლემა მოგვარებულია". - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"მინდა სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია ვართ გარანტი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, დათქმულ ვადებში". - თქვა კალაძემ. 

მან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც მისი თქმით, ცენტრ პოინტის დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

კომენტარები