ცენტრ პოინტის საქმე

რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, თუმცა საპატიმროს დასატოვებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

მაია რჩეულიშვილს, რომელიც ცენტრ პოინტის საქმის ე.წ მიონის ეპიზოდზე არის დაკავებული, ამნისტია შეეხო, თუმცა საპატიმროს დასატოვებლად მას დაზარალებულების თანხმობა სჭირდება. 

ამის შესახებ ტაბულას რჩეულიშვილის ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა უთხრა. 

"იმ ბრალით, რაც მაია რჩეულიშვილს წარდგენილი აქვს და რა მუხლითაც ის მსჯავრდებულია, ამნისტიით სასჯელი უნახევრებდა, მას ნახევარი უკვე მოხდილი აქვს, საპატიმროს დასატოვებლად კი დაზარალებულების თანხმობა სჭირდება. 

ამნისტიას თავისი პირობები აქვს. ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული, რაც უკვე გადახდილია და ასევე, მოძებნილია ინვესტორი, რომელსაც ცენტრ პოინტის შესაბამისი აქტივები გადაეცა და სწორედ, ამ აქტივების სანაცვლოდ ის შეუდგა მუშაობას და დაასრულებს მთლიან კორპუსს. დაზარალებულის მოთხოვნა მთლიანად იქნება შესრულებული, უკვე სამუშაოები მიმდინარეობს". - ამბობს ვათიაშვილი. 

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. 

კომენტარები