ცენტრ პოინტის საქმე

პროკურატურა: გურამ რჩეულიშვილი კი არ ჩაგვბარდა, დავაკავეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ცენტრ პოინტის საქმეზე პროკურატურა ამბობს, რომ გურამ რჩეულიშვილი სამართალდამცველებს არა თავად ჩაბარდა, არამედ ის დააკავეს. გურამ რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ის სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველებს ნამდვილად არ ჩაბარებია, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამ ეტაპზე ის გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში", - ამბობს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი რუსთავი 2-თან საუბარში.

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორ ირაკლი მინდელს, გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, მაია და გურამ რჩეულიშვილებს, გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება "ცენტრ პოინტის" საქმეზე 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითაა დაწყებული, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები