ფარული მოსმენები

კაჭარავა მასალებზე: ვისი ხელწერაც არის, იმდროინდელია, აი, 9 წლის წინ რომ მთავრობა იყო

ეს ჩანაწერები ვისი ხელწერაც არის და ვინც დაიწყო, ვფიქრობ, რომ იმ დროინდელი ჩანაწერებია, თუმცა, ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება. არ გჯერათ, რომ შეიძლება ეს ჩაეწერათ?

ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, დადასტურება, ავთენტური არის თუ არა ეს მასალები, როგორც ვატყობ, როგორც წინა ჩანაწერების გამოქვეყნება იყო, ეს არის რაღაც შეთხზული, დამონტაჟებული, 1 500-ჯერ მიწებებული ერთმანეთს და შემდეგ გამოტანილი, იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, უნდობლობა და ა.შ. ეს ვისი ხელწერაც არის, ისიც ვიცით, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, ისიც ვიცით, ვინ იღებდა ვიდეომასალებს... არ გაქვთ ნანახი? აი, 9 წლის წინ რომ მთავრობა იყო...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით კაჭარავა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე. 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მასალების უმეტესობა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია.

კომენტარები