ღარიბაშვილი ენმ-ზე: მათი მიზანია, რომ უთანხმოება ჩამოვარდეს ჩვენსა და ეკლესიას შორის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებით გავრცელებული ფაილებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ მთავრობასა და ეკლესიაში შორის უთანხმოება ჩამოვარდეს.

ღარიბაშვილმა გავრცელებულ დოკუმენტებს "სიცრუეზე დაფუძნებული" უწოდა.

"გუშინ გავრცელდა ეს მორიგი ცილისწამებლური, სიცრუეზე დაფუძნებული გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც ისევ და ისევ მათი მიზანი და ამოცანა არის, რომ გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. ამ დროს ყველამ კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობას და ეკლესიას შორის და ჩვენ არ ვიძახით, რომ უნაკონი ვართ, რა თქმა უნდა შეცდომები მოგვსვლია და კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება", - თქვა მან.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები