ფარული მოსმენები

მაჭარაშვილი: ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას აქვთ კარგი ურთიერთობები

ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ბოლო თვეების განმავლობაში და ბუნებრივია, ახლა რაღაც ფაბრიკაციას მიმართა და უნდა, რომ რაღაცნაირად  დააზიანოს ეს ურთიერთობები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მრავალი ასეული წლის ურთიერთობები საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის არ დაზიანდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები