ფარული მასალები

წერეთელი მასალებზე: ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს, დემოკრატიაზე საუბარი ვერ იქნება

საქართველოში მოსმენებმა მიაღწია აბსოლიტურად მიუღებელ, კრიმინალურ ზღვარს. ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაბირებაზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტოტალური მოსმენებია ყველასი, სადაც იყენებენ ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, შემდეგ ადამიანებისთვის, ვინც უნდათ მერობის კანდიდატებად დააყენონ, საერთოდ ნებისმიერ სფეროში სწორედ ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება, ამიტომ სწორედ ეს არის კიდევ ერთ-ერთი მოტივაცია ყველასთვის, რომ ამგვარი მმართველობა, ამგვარი მიდგომები 2 ოქტომბრის შედმეგ უნდა დასრულდეს საქართველოში.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები