ფარული მასალები

საპატრიარქოს ადვოკატი: რამდენი სისულელე გავა, იმდენ სამართლებრივ დავას არ ვაპირებთ

ImediNews

საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მოპოვებულ ინფორმაციას ასახავს. ქარჩავას თქმით, საპატრიარქო  სამართლებრივ დავას არ აპირებს. 

"რამდენი სისულელე გავა, იმდენ სამართლებრივ დავას ჩვენ არ ვაპირებთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამართლებრივად სისულელე. მე დასამალი არაფერი არ მაქვს, აბსოლუტურად არაფერი, ვისაც უნდა, მისმინოს და რაც უნდა, ის გააკეთოს". - ამბობს ედიშერ ქარჩავა.  

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები