ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი რუსეთის გენერალურ პროკურატურას და მედიის მონიტორინგის სამსახურს უჩივის

ალექსეი ნავალნი
CNN

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთის გენერალურ პროკურატურას და მედიის მონიტორინგის სამსახურს, როსკომნადზორს სასამართლოში უჩივის.

ნავალნიმ სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა, სასამართლომ კი სარჩელი 13 სექტემბერს დაარეგისტრირა. თავდაპირველად უცნობი იყო, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით შეიტანა ნავალნიმ სარჩელი. სასამართლოს მასალებში წერია, რომ საქმე ეხება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას.

იურისტ ვიაჩესლავ გიმადის თქმით, ნავალნი ასაჩივრებს საკუთარი საიტის ბლოკირებას, რომელზე წვდომაც გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზეა შეზღუდული.

ივლისში როსკომნადზორმა რუსეთში ალექსეი ნავალნის საიტის და მის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან დაკავშირებული 40-ზე მეტი ინტერნეტ რესურსის ბლოკირება დაიწყო. უწყების განმარტებით, "აღნიშნული ინტერნეტ რესურსები გამოიყენება პროპაგანდისთვის და აკრძალული ექსტრემისტული საქმიანობის გაგრძელებისთვის".

აგვისტოში გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პროკურატურამ დაიწყო ნავალნის აპლიკაციის ბლოკირება, რომელსაც ჭკვიანი კენჭისყრის ფუნქცია აქვს, სექტემბრიდან კი უშუალოდ ჭკვიანი კენჭისყრის საიტის.

ჭკვიანი კენჭისყრა ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი ჭკვიანი კენჭისყრა 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა.

კომენტარები