ფარული მოსმენები

გოგორიშვილი: წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა მეუფე ნიკოლოზთან, ყოველდღე ვსაუბრობდით

საქართველოს პარლამენტი

პოლიტიკოსი ხათუნა გოგორიშვილი მედიის საშუალებით გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეუფე ნიკოლოზი, მათ შორის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა მის რუს მეგობარს. 

გოგორიშვილის თქმით, მეუფე ნიკოლოზი მისი მოძღვარია და მასთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ყოველდღიურად ჰქობდა.

"ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთერთობა მქონდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან, ის იყო ჩემი მოძღვარი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ ყოველდღე ველაპარაკებოდი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. რაც შეეხება იმას, რომ ეს მასალა ახლა გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, იმდენად გაუჭირდათ და იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ მათ სჭირდებათ რაღაც ახალი ყელში მოჭერა საპატრიარქოსთვის, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით, თუ ღიად, საჯაროდ ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე და სრულიად საპატრიარქო მთელი თავისი განშტოებებით არ იქნება ქართული ოცნების სამსახურში, აი, ასეთ ამბავს გიზამთ". – თქვა გოგორიშვლმა.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ფაილებში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა, წერია, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.  

მედიის ინფორმაციით, ფაილები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. შესაძლოა, ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტები იყოს. 

კომენტარები