ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ შორი მანძილის ახალი რაკეტები გამოცადა

KNCA

ჩრდილოეთ კორეამ შორი დისტანციის ახალი საკრუიზო რაკეტები გამოცადა, რომლებსაც იაპონიაზე თავდასხმის შესაძლებლობა აქვთ. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები შაბათ-კვირას, 11 და 12 სექტემბერს გამოცადა და მათ 1 500 კილომეტრის დაფარვა შეძლეს. 

აშშ-ს სამხედრო ძალების თანახმად, რაკეტების ბოლო გამოცდები საერთაშორისო საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ჩრდილოეთ კორეის მეზობელმა იაპონიამ კი "მნიშვნელოვანი შეშფოთება" გამოხატა

ჩრდილოეთ კორეული გაზეთის Rodong Sinmun-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ერთ-ერთი რაკეტა გასროლის მომენტში ჩანს, კიდევ ერთი კი - ჰორიზონტალურად ფრენის დროს.

KCNA-ის მიხედვით, რაკეტები "მნიშვნელოვანი სტრატეგიული იარაღია". გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდნამდე რაკეტებმა თავიანთ სამიზნეებს წარმატებით დაარტყეს.

როგორც BBC-ი წერს, ანალიტიკოსის ანკიტ პანდას შეფასებით, ეს ჩრდილოეთ კორეის პირველი შორი მანძილის საკრუიზო რაკეტებია, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები, ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკტების გამოცდას უკრძალავას, თუმცა შეზღუდვა საკრუიზო რაკეტებს არ ეხება. საბჭო მიიჩნევს, რომ ბალისტიკური რაკეტები საკრუიზო რაკეტებზე სახიფათოა, რადგან ისინი უფრო მძლავრია, უფრო შორ მანძილზე და უფრო სწრაფად შეუძლიათ ფრენა.

კომენტარები