არჩევნები 2021

ბოკერია: ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები – შანსია, ივანიშვილის რეჟიმს წერტილი დავუსვათ

ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - ეს არ არის ჩვეულებრი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ჩვენი, ყველას ერთად შანსი და, მე ვიტყოდი, ვალდებულება, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ, წერტილი დავუსვათ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც წლებია ყველას თვალწინ ქყენებს ზიანს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ახლა იმ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქითაც რისკის ქვეშ მარტო ჩვენი, ამ თაობის ბედი არ არის - ჩვენი მომავალი თაობების შესაძლებლობის ბედია, რომ ერთად ვიცხოვროთ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში.

ძალადობა, სიძულვილი, პუტინისტური ჯგუფების გაძლიერება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაზიანება და რუკიდან გაქრობა პუტინის ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნის შეგნით მოქალაქეების ინტერესების უტიფრად ფეხებზე დაკიდება, რისი მაგალითიც არის კოვიდსა და ვაქცინაციაზე რაც ქნეს, ჩვენივე ფულით, მაღალი გადასახადებით ძალადობის მანქანის დაფინანსება და, რაც მთავარია, უნდობლობის დათესვა ყველაფრის მიმართ, რაც არის დაკავშირებული სამოქალაქო აქტიურიბასთან, იმის დამკვიდრება, რომ ყველაფერი მოსულა, ცილისწამების ნიაღვარი - ეს უნდა დავანგრიოთ. ამიტონ, ჩვენ, ევროპულ საქართველოს, გუნდს, რომლის სიტყვის ნდობა ყოველთვის შეიძლება, გვაქვს მოვალეობა, რომ თითოეულ მოქალაქეს ავუხსნათ, რომ სიტყვას ფასი აქვს, საქართველოს ევროპული მომავალი აქვს, რომ ამ რეჟიმის დამარცხებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რა მოხდება მისი დამარცხების შემდეგ და ჩვენ ამ ფასეულობების სადარაჯოზე ვიქნებით. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები