ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდი ვერ მოხსნა, US OPEN-ის გამარჯვებული დანილ მედვედევი გახდა

Indian Express

US Open-ის ფინალის გამარჯვებული რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი გახდა. მან ცოცხალი ლეგენდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი მშრალი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი პირველივე გეიმში დაბრეიქდა, რუსმა სპორტსმენმა ინიციატივა არ დაკარგა და სეტი 6:4 დასრულდა. მეორე სეტის მეხუთე გეიმში სერბი ისევ დაბრეიქდა და რაუნდი ანალოგიური ანგარიშით მორჩა. მესამე სეტი ჯოკოვიჩისთვის ცუდად დაიწყო, პირველი გეიმის მოგება სერბმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 4:0-ზე შეძლო, მედვედევი ერთხელ დაბრეიქდა, მაგრამ ინიციატივა შეინარჩუნა და მესამე სეტიც ანგარიშით 6:4 დაასრულა.

გამარჯვების შემთხვევაში ჯოკოვიჩი 21-ე დიდ სლემს მოიპოვებდა და ამ რეზულტატით აბსოლუტური რეკორდსმენი ხდებოდა. ამ დროისთვის მას, რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს, თანაბარი რაოდენობის, 20 გრანდ სლემი აქვთ მოგებული. გარდა ამის ჯოკოვიჩი 60-იანი წლების შემდეგ პირველი კაცი ჩოგბურთელი გახდებოდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ოთხივე მთავარ ტურნირზე(Australian Open, French Open, Wimbledon, US Open) გამარჯვება შეძლო.

მედვედევი 2005 წლიდან პირველი, ხოლო ისტორიაში მესამე რუსი ჩოგბურთელი კაცია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. 

კომენტარები