კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 838 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 289

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 23 605 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 31 048.

12 სექტემბრის დილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.79%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.48%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 675 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმთელდა  541 610 პაციენტი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები