ვაქცინაცია

საქართველომ წითელი ჯვრისგან Sinopharm-ის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ  წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული სინოფარმის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.".– წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები