მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა.
ასევე, ვგეგმავთ შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვინაიდან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობაში არის მართლაც, მთავარი გასაღები ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და სიდუხჭირის და სიღარიბის დაძლევის.





