ქურდობა

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს $2.6 მილიონი და 4 კილოგრამი ოქრო მოჰპარა

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ქალაქ დაჰუკში მოხდა. პოლიციამ მოპარული თანხა პატრონს ორშაბათს დაუბრუნა.

პოლიციის თქმით, ოჯახის მოსამსახურემ ქურდებისთვის სახლის ფანჯარა ღია დატოვა და მოგვიანებით სახლის გასაღებიც გადასცა. ამავე წყაროს ცნობით, მოსამსახურე იყო ქართველი და ოჯახში 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. დანარჩენები კი საქართველოდან 31 აგვისტოს გამოემგზავრნენ. საქმეში სულ ოთხი პირი მონაწილეობდა.

ქურდობის დროს ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ.

ქართველებმა რეგიონის დატოვება მოახერხეს, თუმცა ფულის და ოქროების გადატანა ვერ შეძლეს. პოლიციამ საქმის გახსნა სახლში არსებული კამერების მეშვეობით შეძლო.

კომენტარები