ქურდობა

ფოთში, ვაგონის ავზიდან 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა - 1 პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, ფოთში დააკავეს პირი, რომელიც მატარებლის ვაგონის ავზიდან 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი, ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები