არჩევნები 2021

ბოკერია: 2 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს საქართველოს თავისუფლებისა და მოქალაქეების ბედს

დღეს საქართველოში 2 ოქტომბერს ჩანიშნული არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს თავისუფლების ბედი, უნდა გადაწყვიტოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ბედი, 30 წლის მანძილზე ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და ეს ყველას კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული.

მაგალითად, დუშეთში არის ტურიზმის დიდი პოტენციალი, ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 12
მილიონი ევრო აქვს აღებული მსოფლიო ბანკიდან ვალი, მაგრამ დღეს ის პროექტი სამწუხაროდ არ განხორციელდა, ვერ ხორციელდება, არის მიტოვებული და დანგრეული, ეს ხომ მხოლოდ ადგილობრივ დონეს არ ეხება, ეს კონკრეტული შემთხვევა არის მაღალმთიანი სტატუსის პრობლემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანუ ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია საქართველოს თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის და ჩვენი შვილების განათლების აი იმ სასურველ შედეგზე გასვლის, რაც
უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენთაგანისთვის.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, დუშეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა. 

კომენტარები