კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 262 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.61%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 225 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 262 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.61%-ია, ბოლო 7 დღის - 7.42%, ბოლო 14 დღის კი - 8.27%. 

ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში 827 დაადსტურდა, აჭარაში - 211, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 129, შიდა ქართლში - 139, გურიაში - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 222, კახეთში - 216, მცხეთა-მთიანეთში - 61, სამცხე-ჯავახეთში - 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

10 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ოფიციალურად 575 210 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 089 ადამიანი გარდაიცვალა, 534 559 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ის 32 536 აქტიური შემთხვევაა. 

1 501 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 634 მკურნალობს, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 365 ადამიანია,  მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები