ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

9 სექტემბრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1157 ლარია, ევროსი კი – 3.6865 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1143 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 9 სექტემბრის ბოლოსთვის 3.6865 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 0.60 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3681 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3034 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 10 სექტემბრიდან შევა.

კომენტარები