ვაქცინაცია

ტიკარაძე: 60 წელს ზემოთ აცრებზე აქტივობა დაბალია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი

ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლევი და ეს გახლავთ შემდეგი, რომ ჩვენ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში. როდესაც ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციასა და ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობებზე, წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაცაქვთ ყველაზე მაღალი რისკები.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები