კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 965 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.67%-ია

Covid 19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 624 ტესტი და დადასტურდა  1 965 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 996 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.67%, ბოლო 14 დღის - 8.77%, ბოლო 7 დღის - 7.63%.

ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან თბილისში 651 გამოვლინდა, აჭარაში - 201, იმერეთში – 288, ქვემო ქართლში – 100, შიდა ქართლში – 150, გურიაში – 82, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 168, კახეთში – 161, მცხეთა-მთიანეთში – 80, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 36 310, საიდანაც 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 152 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 27 392 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 559 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 567 922 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 917 და გამოჯანმრთელდა 523 669 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები