ვაქცინაცია საქართველოში

გახარია: მე რომ გადავდექი, დაკონტრაქტებული ვაქცინები საკმარისზე მეტი იყო

მე პირადად ვესაუბრებოდი როგორც კონკრეტული კომპანიების მწარმოებლებს, ასევე საერთაშორისო [..] პირადად ვიყავი კავშირზე ყველასთან [..] ჩვენს სამედიცინო საზოგადოებაში ჩინური ვაქცინების მიმართ უნდობლობა იყო და დავკარგეთ ამაზე ფიქრით დრო შემოგვეტანა, თუ არა. მე რომ გადავდექი უკვე მარაგი წამოსული ვაქცინების დაკონტრაქტებული იყო საკმარისზე მეტი, მე რომ გადავდექი ზუსტად ერთი სამი თვე იმ ვაქცინებით მიდიოდა აცრა.

თქვა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. 

რაც შეეხება Pfizer-ს, პირველი 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა

კომენტარები