პარლამენტი

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება. ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს 6 სექტემბერს, მეორე მოსმენისთვის განიხილა.

პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

"მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM  კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია  2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო“. - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. 

კომენტარები