კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვაქცინის I დოზებზე ჯავშნების დაკლების ტენდენცია გაჩნდა

ქვეყანაში ფაიზერის 700 ათასი დოზა არის თავისუფალი, ყოველდღე ამას მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების...

გვიჭირავს ჯერჯერობით, დღეში 24 ათასი აცრა საშუალოდ გვიჭირავს და ეს კარგია, მაგრამ ძალიან მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში, იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. აგვისტოში გავაკეთეთ 715 000 აცრა, არა ადამიანი, არამედ აცრა, თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები