კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 210 შემთხვევა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაშიგამოვლინდა 2 210 ახალი შემთხვევა, ხოლო 5587 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.

გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა - 223, იმერეთი - 336, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 99, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი - 225, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების 42 237 აქტიური შემთხვევა. 1 579 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7806 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 564 837-ია. გამოჯანმრთელდა 514 768 პაციენტი. 


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები