ვაქციანცია

გამყრელიძე: ორჯერ აცრილებში ჰოსპიტალიზაცია მცირე ნაწილს დასჭირდა, 3 გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ივნისსა და ივლისსში ორჯერ აცრილი, დაახლოებით, 4 000 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაციაც მცირე ნაწილს დასჭირდა. გამყრელიძის ცნობით, სრულად აცრილებში, აცრის შემდეგომ ინფიცირებით, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

"მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, ერთხელ და ორჯერ აცრილებში ინფიცირება ივნისი-ივლისის განმავლობაში გვქონდა, დაალოებით, ერთჯერ აცრილებში 5 000 შემთხვევა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4 000 აცრის შემდგომი ინფიცირების შემთხვევა, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა. სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალება ორჯერ აცრილებში". – ამბობს ამირან გამყრელიძე მედია ვებინარზე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორჯერ აცრილი პირების გარდაცვალება აღირიცხა, თუმცა ეს კავშირშია ქრონიკულმა დაავადებებთან. ეკატერინე ტიკარაძემ ფაქტის დადასტურების შემდგომ ხაზგასმით აღნიშნაა, რომ "ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს", რადგან მსგავსი ფაქტები აღირიცხა მსოფლიოში აცრილთა 0.001%-ში.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები