ვაქციანცია

NDI: გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს

BBC

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. 54% თვლის, რომ ისინი საკმარის ინფორმაციას ფლობენ, 4%-მა კი არ იცის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ინფორმირებულები არიან ვაქცინაციის პროცესის შესახებ, ვიდრე რეგიონების მკვიდრები.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები