ვაქცინაცია

ტიკარაძე: ერთი დოზით ვაქცინირებისას ჰოსპიტალიზაციის რისკი 2.85%-ია, ორი დოზით – 2.13%

გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში – 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წელს ზემოთ პირებისთვის დაინფიცირების რისკი არის თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები