COVID-19-ის მედიკამენტი

PFIZER-ი და MERCK-ი COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტების გამოცდას იწყებენ

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, Pfizer-მა და Merck & Co.-მ გამოაცხადეს, რომ ისინი Covid-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი  დასალევი მედიკამენტის გამოცდას იწყებენ. ორივე 

Pfizer-ის თქმით, მათ გამოცდაში მონაწილეობას მიიღებს 1140 ზრდასრული კოვიდინფიცირებული, რომლებიც არ არიან ჰოსპიტალიზირებული და არ სჭირთ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. ექსპერიმენტის მონაწილეები მიიღებენ Pfizer-ის შემუშავებულ წამალს, რომელიც ცნობილია, როგორც PF-07321332, ასევე HIV-ინფიცირების სამკურნალოდ განკუთვნილი მედიკამენტის, რიტონავირის მცირე დოზას.

Pfizer-ის მედიკამენტი შექმნილია ისე, რომ მან შეზღუდოს Covid-19-ის მნიშვნელოვანი ფერმენტების აქტივობა, იმ ფერმენტების, რომლებიც ვირუსს გამრავლებისთვის სჭირდება. 

კომპანია Merck-ი იწყებს მედიკამენტი მოლნუპირავირის გამოცდას. მათი თქმით, ისინი დააკვირდებიან, თუ მედიკამენტს როგორ შეეძლება Covid-19-ის გავრცელების შეჩერება ისეთ გარემოში, სადაც ვირუსი ერთ ადამიანს მაინც დაუდასტურდა და აქვს გამოხატული სიმპტომები. Merck-ი და მისი პარტნიორი კომანია, Ridgeback Biotherapeutics-ი უკვე ატარებენ ბოლო ეტაპის გამოცდას იმ პაციენტებზე, ვინც არ არიან ჰოსპიტალიზირებული. ამ გამოცდის მიზანია იმის გარკვევა, ამცირებს თუ არა მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შანსებს. 

მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელმაც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და მის რეპლიკაციას ხელს შეუშლის. 

რაც შეეხება Pfizer-ის  PF-07321332-ს, მათ მედიკამენტის გამოცდა ივლისშიც ჩაატარეს, ისეთ პაციენტებზე, ვისაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, კორონავირუსის გართულების საშიშროება ჰქონდათ. კომპანიის თქმით, ისინი კვლევის პასუხებს შემოდგომაზე ელიან. ასევე, ივლისში თქვეს, რომ PF-07321332-ის გამოცდა წარმატებული იყო და განაცხადს შეიტანდნენ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად.

ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ წარმატებას Covid-19-ის ანტივირუსულ საშუალებებზე მუშაობაში აღწევენ კონკურენტი კომპანიები, Pfizer-ი, Merck & Co. და შვეიცარული კომპანია, Roche Holding AG. თუკი მათი მცდელობები წარმატებით დასრულდება, ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი შექმნის პირველ ანტივირუსულ მედიკამენტს. კორონავირუსთან საბრძოლველად ამჟამად გამოყენებული მედიკამენტები, რომელთაგან ზოგი დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდაც დაამტკიცეს, განსხვავებულად მოქმედებენ. ისინი მონოკლონური ანტისხეულებით მზადდება. მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინები, რომლებიც იმუნურ სისტემას ბაძავენ და ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან. ამისგან განსხვავებით, ზემოხსენებული კომპანიების მედიკამენტების მიზანი უშუალოდ ვირუსთან გამკლავება და მისი ორგანიზმში გამრავლების შეჩერება არის.

კომენტარები