ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ 3 მლნ დოზა SINOVAC-ზე უარი თქვა, მთავრობა მხოლოდ რუსულ ვაქცინას ენდობა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეამ Sinovac-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონი დოზის მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან მთავრობა მხოლოდ რუსულ აცრას ენდობა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სამეცნიერო მიღწევებს არ აღიარებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინების მიღების საჭიროება არ არის, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ უპრეცედენტო შედეგს სამინისტროში ქვეყნის მთავრობის ეფექტური მუშაობით ხსნიან. 

ექსპერტების დასკვნით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, თუმცა მთავრობა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას არ ასაჯაროებს. 

ივლისში ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზეც განაცხადა უარი. მიზეზად პოტენციური გვერდითი მოვლენები და ბრიტანულ-შვედური აცრის ხარისხი დასახელდა. 
 

კომენტარები